თავში

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა
საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა

2021 წლის 11-12 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, პიტერ სიიარტო ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას.

პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორნდუმს მოეწერება ხელი.

ასევე, უნგრეთის კვლევების, განვითარების და ინოვაციების ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმებს უნგრული მხრიდან ხელს მოაწერს პიტერ სიიარტო,ხოლო ქართული მხრიდან განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

ცნობისთვის, უნგრული კერძო კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან.  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურია და საქართველო და უნგრეთი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაზე მუშაობენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system