თავში

საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვამ ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელსაც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარის წარმომადგენელს კოვიდ-19 - ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის. მისი თქმით, ასევე საგულისხმოა ჩეხეთის მხარდაჭერა პოსტკოვიდური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩვენს ქვეყანას ეწვევა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების დელეგაცია. ვიზიტის დროს დაგეგმილია ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები, რომლის დროსაც განხილული იქნება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ჩეხეთიდან ინვესტიციების განხორციელების, ასევე ერთობლივი ქართულ-ჩეხური კომპანიების ჩამოყალიბების პერსპექტივები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system