თავში

საქართველოში 35 ათასი ჰექტარი მიწა შეიწამლა

საქართველოში 35 ათასი ჰექტარი მიწა შეიწამლა
საქართველოში 35 ათასი ჰექტარი მიწა შეიწამლა

კახეთის რეგიონში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალიზებული ტექნიკა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს და დღეისთვის 15 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

მთავრობა ამით ცდილობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს.  კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში უკვე 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. 

აგრეთვე მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system