თავში

საქართველოში 5,38 მლნ მობილური აბონენტებია

საქართველოში 5,38 მლნ ​მობილური აბონენტებია
საქართველოში 5,38 მლნ მობილური აბონენტებია

მობილური აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის ბოლოს 5,38 მლნ შეადგინა.

2019 წლის ბოლო კვარტალში იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 25% შეადგინა, რაც ჯამურად 1,3 მილიონია. ფიზიკური პირები აბონენტების 75%-ს შეადგენს.

ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს მობილური შემოსავლების 74% ფიზიკურმა პირებმა შეადგინეს, ხოლო 26% - იურიდიულმა პირებმა. იურიდიული პირებისგან მიღებული შემოსავლები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

2019 წელს საქართველოში მობილური შემოსავლების ზრდის განაკვეთი მშპ ზრდის16 განაკვეთთან მიმართებაში შემცირდა. ეს მოცემულობა შეცვლილია წინა წლებთან შედარებით, როცა მობილური შემოსავლების ზრდის განაკვეთი მშპ-ს ზრდას აღემატებოდა. გლობალური ტენდენციით მობილური შემოსავლის ზრდის განაკვეთი გლობალური მშპ ზრდის17 განაკვეთზე ნაკლებია. საქართველოში მობილური შემოსავლის ზრდის განაკვეთის შემცირება ბაზრის გაჯერებით და კონკურენციის გამძაფრებითაა გამოწვეული.

ცნობისთვის, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა (დღგ-ს გარეშე) 8,6 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2016 წელს 7.1 ლარი, 2017 წელს 7.5 ლარი, 2018 წელს კი 8.3 ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system