თავში

საქართველოში აღურიცხავი საწვავის შემოტანა მეტად კონტროლდება

საქართველოში აღურიცხავი საწვავის შემოტანა მეტად კონტროლდება

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს ეხმაურება. 

ასოციაციის განცხადებით, სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორთან დაკავშირებულ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომელთაც პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების დინამიკაზე.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" მიესალმება შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო 5 თვის მანძილზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა და აღიკვეთა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის 300-მდე ფაქტი, ხოლო კანონდამრღვევებზე ფულადი სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა თითქმის 400 000 ლარი. ამასთან, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში კვლავ რჩება მთელი რიგი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მოითხოვს, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონის სრულფასოვნად აღსრულებას, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ მივიღოთ კონკურენტული და სამართლიანი ბიზნესგარემო, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების ქვაკუთხედია. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კვლავ აგრძელებს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის ინდუსტრიაში დაგროვილი პრობლემების ანალიზსა და მონიტორინგს და მათ პერიოდულ წარდგენას ხელისუფლების სხვადახვა შტოებისადმი",-აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system