თავში

საქართველოში ფქვილის 95% რუსეთიდან შემოდის

საქართველოში ფქვილის 95% რუსეთიდან შემოდის
საქართველოში ფქვილის 95%  რუსეთიდან შემოდის

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ $37.1 მილიონის 157 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, საიდანაც 85% რუსეთიდანაა იმპორტირებული.  

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ რუსეთში $31.6 მილიონის 130.7 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა.

წლის პირველ ნახევარში $4.6 მილიონის ღირებულების 24.1 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა აშშ-დან. უმნიშვნელო რაოდენობის, 2 ათასი ტონის ($699.7 ათასი) იმპორტია განხორციელებული ყაზახეთიდან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის პირველ ექვს თვეში ხორბლის იმპორტმა საქართველოში $39.5 მილიონსა და 176 ტონას გადააჭარბა. იმპორტის 100% რუსეთზე მოდიოდა.

რუსულია საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილიც. 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთში $2.1 მილიონის 7.4 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 95%-ს შეადგენს. "საქსტატის" მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექვს თვეში საქართველომ სულ 7.6 ათასი ტონა ფქვილის ($2.2 მილიონი) იმპორტი განახორციელა.

წყარო: "ბიზნეს ფორმულა"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system