თავში

საქართველოში ფულადი გზავნილები 19.2%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები 19.2%-ით გაიზარდა
საქართველოში ფულადი გზავნილები 19.2%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

რუსეთის ფედერაცია ფულადი გზავნილების სტატისტიკაში პირველ ადგილს აღარ იკავებს. 2021 წლის იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. ამ ქვეყნიდან იანვარში საქართველოში $27.3 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 29.7%-ით მეტია, რუსეთიდან კი გზავნილები 11.4%-ით, $23.2 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

საქართველოში ფულადი გზავნილების უმთავრეს წყაროს ემიგრანტების გამოგზავნილი თანხები წარმოადგენს.

იანვარში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან

  1. იტალია - 27.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.72%
  2. რუსეთის ფედერაცია - 23.18 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.44%
  3. საბერძნეთი - 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25%
  4. აშშ -18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.24%
  5. ისრაელი - 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55%
  6. თურქეთი - 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54%
  7. უკრაინა - 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65%
  8. გერმანია - 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15%
  9. აზერბაიჯანი - 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08%
  10. ესპანეთი - 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82%
  11. საფრანგეთი - 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79%
  12. ყაზახეთი - 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21%
  13. პოლონეთი - 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94%
  14. კანადა - 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67%
  15. გაერთიანებული სამეფო - 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system