თავში

საქართველოში ფულადი ნაკადების გადინება-შემოდინების დინამიკა

საქართველოში ფულადი ნაკადების გადინება-შემოდინების დინამიკა
საქართველოში ფულადი ნაკადების გადინება-შემოდინების დინამიკა

2020 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 169.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.1 პროცენტით 21.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის ინფორმაციით, საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (208.1 პროცენტით) და უკრაინიდან (124.4 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.5 და 3.5 პროცენტული პუნქტებით აისახა.

ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

"საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (23.4 პროცენტით), რაც იტალიიდან (27.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (15.4 პროცენტით) და გერმანიიდან (65.0 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა კანადიდან (41.3 პროცენტით) და აშშ-დან (35.6 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.7 პროცენტი) და რუსეთი (19.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში," - განმარტებულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system