თავში

საქართველოში გარემოსდაცვითი ფონდი იქმნება

საქართველოში გარემოსდაცვითი ფონდი იქმნება
საქართველოში გარემოსდაცვითი ფონდი იქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი, რაც წარმოადგენს საყოველთაო პრაქტიკას დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მინისტრის შეფასებით, 2020 წელს ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემა ჩამოყალიბდა, სამრეწველო სექტორიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების და პრევენციის კუთხით. 

,,მთავარი პრინციპია, რომ თუკი საწარმო დააბინძურებს და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბუნებას, საწარმოს უჩნდება ვალდებულება, რომ თვითონვე გამოასწოროს და დამაბინძურებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის თვითონ იღებს ხარჯებს ანუ ის არის უშუალო პასუხისმგებელი. მსხვილმასშტაბიან საწარმოებს, რომელთა საქმიანობის შესაძლებლობა უკავშირდება გარემოს დაბინძურების რისკს, 2023 წლიდან უჩნდებათ გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის პასუხიმგებლობა, ხოლო საწარმო თუ  დააბინძურებს და დროულად არ შეასრულებს დაბინძურების აღმოსაფხვრელად აუცილებელ ღონისძიებებს, მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომა იქნება ძალიან მაღალი", - აღნიშნა დავითაშვილმა.

რაც შეეხება მსხვილ საწარმოებს, როგორიცაა მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სხვადასხვა მძიმე ინდუსტრია, დავითაშვილის ინფორმაციით, მათ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შემცირების მიზნით უჩნდებათ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს, თანამედროვე ფილტრაციის სისტემების მონტაჟს და ასევე სპეციალური თვითმონიტორინგის სისტემების განთავსებას. 

,,2022 წლიდან ჩამოყალიბდება ახალი მიმართულება სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, რომელიც იზრუნებს ამ პასუხისმგებლობის კანონმდებლობის სწორად იმპლემენტაციაზე. ამავე პაკეტის ფარგლებში, არის 2020-22 წლების რუსთავის ქალაქის ჰაერის ხარისხის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში 60 მილიონიან დანახარჯებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რაც ძალიან კომპლექსურია და, მსგავსად თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა, მოიცავს, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკას, ისე გამწვანებას და სხვა ღონისძიებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system