თავში

საქართველოში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია იხსნება

საქართველოში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია იხსნება
საქართველოში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია იხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.

ლაბორატორია „პრაიმლაბი“ 6 თვეში ამოქმედდება, წლიურად 140 000-ზე მეტ ანალიზის ჩატარებას შეძლებს, ყველა განხრით, თუმცა პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭება კოვიდ 19-ის პისიარ ტესტებს. კომპანია ამოქმედების პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ისარგებლებს, როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური 715 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიის გახსნის ან გაფართოების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს შეუძლია პარალელურად ისარგებლოს, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომპონენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system