თავში

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. 

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9 პროცენტით შემცირდა და 846.1 ათასი სული შეადგინა. 

ღორის რაოდენობა 237.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system