თავში

საქართველოში პენსიები გაიზარდა

საქართველოში პენსიები გაიზარდა
საქართველოში პენსიები გაიზარდა

2022 წლის 1-ელი იანვრიდან  საქართველოში პენსიები გაიზარდა. დანამატი 20-25 ლარს შეადგენს.

70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 360 ლარი იქნება.

ამასთან, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით პენსიას 793,920 ადამიანი იღებს, 10 215 ადამიანით მეტი, ვიდრე 2020 წლის 1 სექტემბერს.

2021 წლის იანვარი-სექტებრის პერიოდში სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსიების ოდენობამ 205,437,244 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system