თავში

საქართველოში ყველაზე მეტად ბანანი გაძვირდა

საქართველოში ყველაზე მეტად ბანანი გაძვირდა
საქართველოში ყველაზე მეტად ბანანი გაძვირდა

საქართველოში 1 კილო ბანანის ფასმა ლარით მოიმატა. თბილისის სუპერმარკეტებსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ერთი კილოგრამი ერთი ლარით გაძვირდა, კერძოდ, თუ აქამდე ბანანი საშუალოდ 3,5 ლარი ღირდა, დღეს ერთი კოლოგრამის ფასი 4,5 ლარს შეადგენს.

ბანანის გაძვირებას გადამყიდველები ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ფასის მატებით ხსნიან.

მსოფლიოში ბაბნანის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა ეკვადორია. FAO-ს მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნიდან 6, 646 მლნ ტონა ბანანის ექსპორტი განხორციელდა, რაც მსოფლიოში მთლიანი ექსპორტის 34,6%-ს შეადგენს. ეკვადორში 1 ყუთი (18 კგ) პროდუქტის ფასი საშუალოდ, 7-8 დოლარით გაიზარდა. ბანანის ფასმა მოიმატა საქართველოშიც, ერთი კოლოგრამი უკვე ერთი ლარით გაძვირდა. ბანანის არსებული ფასი მნიშვნელიოვნად აჭარბებს ეკვადორის მთავრობის მიერ დადგენილ ღირებულებას.

მთლიანობაში, 2019 წლის იანვარ-ივლისში ეკვადორიდან ექპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 213 მლნ ყუთი, ანუ 3,8 მლნ ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2,31%-ით მეტია, გასული წლის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების მაჩვენებლის ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთში, ალჟირში, საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში დაფიქსირდა.

ეკვადირიდან ექსპორტირებული 213 მლნ ყუთი ბანანის დაახლოებით, 29, 44% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის; 20, 85% - რუსეთზე, 14,17%, - ახლო აღმოსავლეთზე, 10,93% - აშშ-ზე, 8,5%, - აზიის ქვეყნებზე, ხოლო 6,1% - სამხრეთ კონუსსზე.

საქართევლოში ბანანზე მოთხოვნა ბოლო წლებია იზრდება, შესაბამისად, მატულობს იმპორტის მოცულობაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში სულ 20,337 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, 2017 წელს - 18,585 მლნ დოლარის, 2016 წელს - 14,424 მლნ დოლარის. 2019 წელს, იანვარ-აგვისტოში კი, ქვეყანაში ბანანის იმპორტმა 14,597 მლნ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system