თავში

საქართველოში რუსული სიმინდისა და ხორბლის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში რუსული სიმინდისა და ხორბლის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში რუსული სიმინდისა და ხორბლის იმპორტი გაიზარდა

საქსტატის მონეცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულად გამოსახულებაში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 29.3%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა.

როგორც report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, რუსული ხორბლისა და მესლინის იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.4%-ითაა გაზრდილი, 109.8%-ით გაიზარდა რუსული სიმინდის იმპორტიც.

გაზრდილია ნავთობის აირების, მზესუმზირის ზეთის, ელექტროენერგიის, სატელეფონო მომსახურებისთვის საჭირო ნივთების, დაფასოებული სამკურნალო საშუალებების რუსული იმპორტიც.

საქართველოში რუსეთიდან შემოტანილი 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში, კლება მხოლოდ 3 კატეგორიაში ფიქსირდება. კერძოდ, 22.6%-ით შემცირდა რუსეთიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, 25.3%-ით იკლო ქვანახშირის კოქსის იმპორტმა და 17.5%-ითაა შემცირებული რუსული შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system