თავში

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა
საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

ივნისთან შედარებით შრომისუნარიან მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 3 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და 183.5 ლარზე დაფიქსირდა.

ერთ თვეში 2.7 ლარითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.6 ლარს შეადგენს. 

5 ლარითა და 10 თეთრით იკლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა, რომელიც 307.9 ლარს გაუტოლდა.

საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისში ასეთია: ერთსულიან ოჯახზე თანხა 162.6 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 260.1 ლარით, სამსულიანი – 292.6 ლარით, ოთხსულიანი – 325.1 ლარი, ხუთსულიანი – 363.7 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 432.4 ლარი.

საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system