თავში

საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი იკლებს

საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი იკლებს
საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი იკლებს

2020 წლის ოქტომბერში შეადგინა საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ჩამორჩება სექტემბრის მაჩვენებელს. სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა 4,7 ათასი ტონა შეადგინა.

ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

მათი მონაცემებით, საავიაციო ნავთის იმპორტის 77,3% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,7% (1,0 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, რაც 35,5 ათასი ტონით ანუ 42,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,0 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,2% (37,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,2% (7,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,6% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთი.

საავიაციო ნავთის იმპორტის კლებას სპეციალისტების პანდემიას უკავშირებენ. მათი თქმით, ეპიდემიის გამო ფრენები ამ დრომდე შეზღუდულია, საჰაერო რეისები, ფაქტობრივად, არ სრულდება, რის გამოც საავიაციო ბიზნესი და მისი მომიჯნავე სფეროები ზარალზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system