თავში

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 92.5%ით შემცირდა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 92.5%ით შემცირდა
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 92.5%ით შემცირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში 49 712 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 92.5 პროცენტით ნაკლებია. 

ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 44 671 ვიზიტი განხორციელდა. საჰაერო გზით კი მხოლოდ – 4 345 ვიზიტი. საზღვაო გზით – 551 და სარკინიგზო გზით – 145.

ყველაზე მეტი რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი ქვეყანას სამეზობლოდან ეწვია, ესენია: თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. 

ტოპ 15 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ასეთია:

1) თურქეთი – 18 960 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,1% ;
2) სომხეთი – 9 428 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,2% ;
3) საქართველო (არარეზიდენტი) – 4 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ;
4) რუსეთი – 4 346 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,3% ;
5) აზერბაიჯანი – 3 924 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,7% ;
6) უზბეკეთი – 1 753 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -29,2% ;
7) უკრაინა – 1 095 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,4% ;
8) ბელარუსი – 881 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,4% ;
9) ყაზახეთი – 655 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,2% ;
10) გერმანია – 493 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ;
11) საფრანგეთი – 368 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,8% ;
12) აშშ – 366 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,7% ;
13) ტაჯიკეთი – 339 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -37,1% ;
14) ლატვია – 281 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,1% ;
15) ყირგიზეთი – 277 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,2%.

რაც შეეხება ტურიზმს რეგიონულ ჭრილში, ყველაზე მეტი, 44 208, საერთაშორისო ვიზიტი, საქართველოში ევროპიდან განხორციელდა, აშშ-დან კი საქართველოში ოქტომბერში 391 ვიზიტი შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system