თავში

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია. Report.ge-ის ცნობით, ამას შესახებ ინფორმაციას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" ავრცელებს.

2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით.

პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში გასულ წელს დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, თუმცა მიმდინარე წელს მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 85,8 ათასი ტონა, რაც 34,6 ათასი ტონით ანუ 67,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,2 ათასი ტონა) შედარებით და 6,4 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.თუმცა, COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 107 ათასი ტონა, რაც 12,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (119,6 ათასი ტონა) შედარებით.2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 34,6 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 17,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (41,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტის 92,2% (31,9 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system