თავში

საქართველოში შემოსული საწვავის 18,7% აზერბაიჯანულია

საქართველოში შემოსული საწვავის 18,7% აზერბაიჯანულია
საქართველოში შემოსული საწვავის 18,7% აზერბაიჯანულია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 11თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 537,5 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,8 ათასი ტონით ანუ 8,9%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 504,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით).

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 194,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,7%- ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system