თავში

საქართველოში, შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება დაწესდეს

საქართველოში, შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება დაწესდეს
საქართველოში, შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება დაწესდეს

სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებასა და შრომის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მსხვილი ბიზნესისთვის გათვალისწინებულია საათობრივი მინიმალური ანაზღაურება, სულ მცირე, 5 ლარის ოდენობით. 

გარდა ამისა, დოკუმენტი ყველანაირ ბიზნესზე მოგების 20%-იანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system