თავში

საქართველოში შესაძლოა ტურისტული მოსაკრებელი CITY TAX დაწესდეს

საქართველოში შესაძლოა ტურისტული მოსაკრებელი CITY TAX დაწესდეს
საქართველოში შესაძლოა ტურისტული მოსაკრებელი CITY TAX დაწესდეს

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ტურისტული მოსაკრებლის (CITY TAX) დაწესების ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, ეს ტურიზმის სექტორის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ალავერდაშვილი განმარტავს, რომ ტურისტებისთვის ქალაქის მოსაკრებელი მიღებული და დაწესებულია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის არის ბაქოშიც.

მისივე გათცვლით, მოსაკრებელი დღეში 1–2 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

მისივე ინფორმაციით,  ამ დროისთვის მთლიანად ტურიზმის სექტორის ვალის მოცულობა 4,5 მლრდ ლარია. მათ შორის 3 მლრდ არის იურიდიული პირების, ხოლო 1,5 მლრდ ფიზიკური პირების ვალი, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან დასაქმებულები. ალავერდაშვილი დარწმუნებულია, რომ  2021 წლის ივნისამდე ამ ფულს ვერავინ გადაიხდის. ალავერდაშვილი განმარტავს, რომ ბანკებმა ამ ვალის ერთი წლით გადასავადებლად 140 მლნ დოლარი მოითხოვეს.

" ამისთვის ჩვენი ინიციატივა არის, რომ 140 მლნ დოლარი ვისესხოთ, 25–წლიანი კრედიტი აიღოს ქვეყანამ, რომლის გადახდის წყარო იქნება CITY TAX-ი. თბილისში საშუალოდ ტურისტი 3,5-4 დღე რჩება, რომ ვიანგარიშოთ წლის განმავლობაში 2 მლნ ტურისტი, რომელსაც მიიღებს ქალაქი, 7 მლნ ევროს შეგროვება თავისუფლად შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ამ მოსაკრებლით. ეს კი მთლიანად ყოფნის 25-წლიან სესხს 140 მლნ დოლარის ოდენობით“, – ამბობს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი და დასძენს, რომ შესაბამისი კანონპროექტი მზადაა. ის ჯერ კიდევ 2017 წელს წარადგინა ბექა ოდიშარიამ,თუმცა მისი მსვლელობა შეჩერდა. ალავერადშვილი ამბობს, რომ ახლა დეპუტატი მზადაა, ამ კანონპროექტის განხილვა ხელახლა დაიწყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system