თავში

"საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია"

"საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია"
საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია

გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია  - განაცხადა “ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა კვლევა მოსახლეობაში შიმშილის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ყველაზე ცუდი პოზიცია უკავია.

“კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 8.2 % შიმშილობს და ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია უკანასკნელ წლებში. ამავე დროს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია. მთავრობას, რომელმაც სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ვალი 8 წლის განმავლობაში და ამავე დროს, გააორმაგა შიმშილის დონე ქვეყანაში, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში,”- განაცხადა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ისტორიაში ვალისა და შიმშილის მთავრობის სახელით შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system