თავში

საქართველოში წალმით გათბობის პრაქტიკა ინერგება - VIDEO

საქართველოში წალმით გათბობის პრაქტიკა ინერგება - VIDEO
საქართველოში წალმით გათბობის პრაქტიკა ინერგება - VIDEO

თელავის ორი ბაღი არატრადიციული ინოვაციური მეთოდით გათბება.

ევროკავშირის დახმარებით, თელავის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის გათბობა ვენახის ნასხლავით, წალმით, იგეგმება.

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით, ამ ინოვაციით გათბობაზე ფინანსური ხარჯი 60%-ით შემცირდება. ორივე ბაღის გათბობით დაიზოგება 480 ათას კილოვატამდე ელექტროენერგია და გარემოში შემცირდება 170 ტონა ნახშირორჟანგისა და გაზის გამოყოფა.

წალამი სასოფლო სამურნეო ნარჩენია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტს ჭარბად აქვს. მისი, როგორც მეორადი ენერგეტიკული რესურსის გამოყენება ამ დრომდე არ ხდებოდა. 

ეს პროექტი მოხვდა ექვს საუკეთესო პროექტს შორის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მოსაპოვებლად. 

შეგახსენებთ, 2030 წლისთვის საწარმოო ემისიების 30%-მდე შემცირების ვალდებულება თელავის მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ აიღო, რაც შეუერთდა ევროკავშირის მერების შეთანხმებას. თელავის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მიმდინარე ენერგოეფექტური რეაბილიტაცია საქართველოში „მერების შეთანხმების“ პროექტების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ვროკავშირის „მერების შეთანხმების“ინიციატივაში მონაწილეობს 130-ი ქვეყნის 10 300-ი მუნიციპალიტეტის 830 მილიონზე მეტი მოქალაქე.

მერების შეთანხმების მიზანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ენერგოეფექტური და CO2– ის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების ადგილობრივ დონეზე განხორციელების გზით. შეთანხმებაში საქართველოს 24 მუნიციპალიტეტია ჩართული. 

შეგახსენებთ, წალმის გარდა, შეშის ალტერნატივად მოიაზრება ასევე თხილის ნაჭუჭიმას წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system