თავში

საქართველოში ცხოვრების გაძვირების მიზეზით EBRD-იც დაინტერსდა

საქართველოში ცხოვრების გაძვირების მიზეზით EBRD-იც დაინტერსდა
საქართველოში ცხოვრების გაძვირების მიზეზით EBRD-იც დაინტერსდა

EBRD-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურება და აქციზის ზრდაა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სებ-ი იძულებული გახდა, ჩარეულიყო გაცვლით ბაზარზე და მათ შორის, ამიტომაც გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე. 

EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა სექტემბერში 3.6 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 4 თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, EBRD-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს ერთი და იგივე ნიშნულით - კერძოდ, 4.5%-ით გაიზრდება. ბანკი ყურადღებას აქცევს იმას, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტი 4.7%-ით გაიზარდა, მეოთხე წელია, ფულადი გზავნილების მოცულობა სტაბილურად იზრდება, შენარჩუნებულია კრედიტის ზრდაც, რაც ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო საქონლის ექსპორტი 2019 წლის პირველ რვა თვეში 12.4%-ითაა გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system