თავში

საქართველოში უმუშევრობა 11,9%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა

საქართველოში უმუშევრობა 11,9%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა
საქართველოში უმუშევრობა 11,9%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა და 11,9% შეადგინა.

2020 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60,8% შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად 0,8 და 3,0 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1,9%-ით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,8%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2,3%-ით.

2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49,5%-ს შეადგენდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2,2%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0,8%-ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0,8%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2,0%-ით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50,9%-ს, ხოლო კაცებში 72,2%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3,3%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system