თავში

სახალხო დამცველის აპარატი ახალი ოფისის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს

სახალხო დამცველის აპარატი ახალი ოფისის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებ
სახალხო დამცველის აპარატი ახალი ოფისის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სახალხო დამცველის აპარატის ტენდერი ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9.1 მილიონ ლარია.


სახალხო დამცველის ახალი ოფისი თბილისში ფაავას ქუჩაზე 2,123 კვადრატული მეტრის ფართობზე აშენდება. სახალხო დამცველის სამსახურს ეს მიწა საკუთრებაში 2019 წლის მარტში გადაეცა.

ტენდერში სამშენებლო კომპანიებისგან წინადადების მიღება 14 ივლისიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სახალხო დამცველის აპარატი, 2018 წლის ივლისის ჩათვლით, თბილისში ნინო რამიშვილის N6–ში მდებარე ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატი ნაქირავებ სივრცეში, აღმაშენებლის გამზირზე N150-ში გადავიდა. ამ შესყიდვის განხორციელების შემდეგ კი სახალხო დამცველი ახალ შენობაში გადავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system