თავში

სახაზინო აუქციონზე 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო აუქციონზე 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო აუქციონზე 90 მლნ ლარის  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 3 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 35 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.147 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე 2020 წლის 3 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 128 620 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.171 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system