თავში

სახელმწიფო ბანკის სტანდარტის შექმნაზე მუშაობენ

სახელმწიფო ბანკის სტანდარტის შექმნაზე მუშაობენ
სახელმწიფო ბანკის სტანდარტის შექმნაზე მუშაობენ

ახალგაზრდობის სააგენტო სახელმწიფო ბანკის სტანდარტის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამ მიზნით სააგენტო სამუშაო შეხვედრებზე იწვევს ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნულ თემაზე.

"ვიწყებთ სახელმწიფო ბანაკების სტანდარტის შემუშავებას და ვიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნულ თემაზე. ჩვენი მიზანია ბანაკების სტანდარტის შექმნის პროცესში, როგორც ევროპული გამოცდილების გაზიარება, ასევე ქვეყანაში საბანაკე სერვისების შესწავლა, ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სტანდარტიზებული საბანაკე სისტემა, რომლითაც იხელმძღვანელებენ, როგორც სამთავრობო სტრუქტურები ასევე აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები. თუ გაქვთ ადგილობრივი და საერთაშორისო ბანაკების განხორციელების გამოცდილება, გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ და ჩაერთოთ სახელმწიფო ბანაკების სტანდარტის შემუშავების პროცესში შემოგვიერთდით პირველ სამუშაო შეხვედრაზე: 21 მაისს, 16:00 საათზე. გაეცანით სააგენტოს ხედვას და დეტალურად გაიგეთ ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაო პროცესზე. რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 მაისი, 23:00 საათი," - აცხადებენ სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system