თავში

სახელმწიფო კომპანიები შარშან 805-მილიონიან ზარალზე გავიდნენ

სახელმწიფო კომპანიები შარშან 805-მილიონიან ზარალზე გავიდნენ
სახელმწიფო კომპანიები შარშან 805-მილიონიან ზარალზე გავიდნენ

2018 წელს საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულმა სახელმწიფო კომპანიებმა საქმიანობა 805,335,800 ლარის ზარალით დაასრულეს - ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დანართიდან ხდება ცნობილი.


ჯამურად, ყველაზე მსხვილი - 609 მილიონი ლარის ზარალი საპარტნიორო ფონდს ჰქონდა. საპარტნიორო ფონდი დღეს საქართველოს რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს 100%-იან წილს ფლობს.

2018 წელს საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში საწარმოებიდან მოგება სახელმწიფო ელექტროსისტემას (46 მილიონი ლარი) და გაზისა და ნავთობის კორპორაციას (161 მილიონი ლარი) ჰქონდა. თუმცა, აღნიშნული მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა სხვა კომპანიების მიერ დაგენერირებული ზარალი გადაეფარა. საუბარია საქართველოს რკინიგზაზე, რომელმაც 2018 წელს 716 მილიონით იზარალა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიების ჯამური ბრუნვა 3,142,692,023 ლარი იყო. მათში 58,857 ადამიანი არის დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system