თავში

სახელმწიფო ქონების პრივატიზებით 124 მლნ ლარია მობილიზებული

სახელმწიფო ქონების პრივატიზებით 124 მლნ ლარია მობილიზებული
სახელმწიფო ქონების პრივატიზებით 124 მლნ ლარია მობილიზებული

წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მლნ ლარია მობილიზებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრა განიხილა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ შედეგები და აღნიშნა, რომ  პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა. 

მინისტრ თურნავას თქმით, 100 პარალელური აუქციონი მუდმივად ტარდებოდა და ამ პროექტის ფარგლებში 2020 წელს 88 ობიექტი გაიყიდა, რომელთა ჯამური საპრივატიზაციო თანხა 43 მლნ ლარს შეადგენს. 

"მთლიანობაში კი გასულ წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მლნ ლარია მობილიზებული, რაც პანდემიის პირობებში კარგი შედეგია," - განაცხადა მინისტრმა და ყურადღება გაამახვილა  წიაღისეული რესურსებიდან შემოსულ შემოსავლებზეც.

მისივე თქმით, ბიზნესისთვის წიაღისეულით სარგებლობის 100 პარალელური აუქციონი იყო შეთავაზებული. შედეგად, აუქციონზე გაიყიდა წიაღისეულით სარგებლობის 433 ლიცენზია. შეიქმნა 2015 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 21 მლნ ლარამდე ახალი ინვესტიცია გაკეთდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system