თავში

სახელმწიფო მეწარმეს 10 მილიონამდე ლარით დაეხმარა

სახელმწიფო მეწარმეს 10 მილიონამდე ლარით დაეხმარა
სახელმწიფო მეწარმეს 10 მილიონამდე ლარით დაეხმარა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფო პროგრამა - შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, კომპანია ,,მარეულის“ 130 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და ღვინის საწარმო დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე კომპანია ,,მარეულის“ ვენახებში ყოველდღიურად 70 ადამიანია დასაქმებული, ღვინის საწარმოში კი, მუდმივად, 30-35 ადამიანი მუშაობს.

ღვინის ქარხანა 10 000 ტონა ყურძენს ამუშავებს, ასევე კომპანიის მფლობელობაშია სამედიცინო და საკონიაკე ბრენდის სპირტის გადამამუშავებელი საწარმო, მიმდებარედ კი სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 50 ნომერზე გათვლილი სასტუმრო შენდება.

ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო მეწარმეს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, 10 მილიონამდე ლარით დაეხმარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system