თავში

სახელმწიფო ობიექტების უმეტესობა წამგებიანია

სახელმწიფო ობიექტების უმეტესობა წამგებიანია
სახელმწიფო ობიექტების უმეტესობა წამგებიანია

პრივატიზაციის პროცესი იმედის მომცემად ჯერჯერობით ვერ გამოიყურება. სპეციალისტები მთავრობის დამოკიდებულებას  იზიარებენ და აცხადებენ, რომ პრივატიზაციაში 2021 წელი გარღვევის წელი ვერ იქნება, რადგან მსოფლიოში ეპიდემიური სიტუაციაა და ინვესტორები მსგავსი პროექტების ვერ დაინტერესდებიან, მით უმეტეს, როცა მთელი რესურსი ეპიდემიის ჩასაცხრობად და მოსალოდნელი პრობლემების პრევენციისკენ არის მიმართული. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ქონების უმეტესობა წამგებიანი, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი აქამდეც შნელებული იყო.

,,პრივატიზაციის პროცესი წლობით გრძელდება და ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავზეც კი ამ პრობლემაზე გვიწევს საუბარი. ცხადია, ეს ძალიან ცუდია, ბევრი დაბრკოლებაა საამისოდ, რომ პრივატიზაციის პროცესი დაჩქარდეს.  პირველ რიგში, აღრიცხვიანობის სისტემა უნდა იყოს მოწესრიგებული. მიმაჩნია, რომ სტრატეგიული ობიექტების გარდა, სახელმწიფო ქონება უნდა გასხვისდეს. ფაქტია, რომ 2021 წელს ეს ვერ მოხერხდება, რადგან ფინანსურად მძიმე წელი იქნება როგორც საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვისაც. ეს ნიშნავს, რომ გარღვევას არ ექნება ადგილი. როდესაც სახელმწიფო ქონება გავა აუქციონზე, მას უნდა ყავდეს ისეთი მყიდველი, რომლიც ფულს გადაიხდის და შემდეგ ამ ობიექტს აამუშავებს, ეკონომიკის სამსახურში ჩააყენებს ამ ქონებას და აამოძრავებს. პანდემიიდან გამომდინარე, ფინანსური რესურსი შეზღუდულია და ვერც ერთი ინვესტორისგან ვერ მივიღებთ  პირობას, რომ ის ამა თუ იმ ობიექტს შეიძენს და მოუვლის. კერძო სექტორი ნაკლებად დაინტერესებულია სახელმწიფო ქონების შეძენით, რადგან მათი უმეტესობა წამგებიანია. მისი მართვა არასწორად ხორციელდება, ვერ შეაქვს ბიუჯეტში თანხა და ბიზნესს არ სურს მათი ყიდვა. თუმცა არ არის გამორიცხული სწორი სტრატეგიით წამგებიანი ობიექტი მომგებიანად იქცეს, მაგრამ ბიზნესი დღეს ამისთვის მზად არ არის. პრივატიზაცია ქართველი მეწარმეების იმედზე ვერ იქნება, ხოლო საერთაშორისო დონეზეც მეწარმეებს მძიმე ვითარებაში უწევთ საქმიანობა და ჯერჯერობით ვერც ისინი გამოიჩენენ ინტერესს", - აცხადებს პაატა აროშიძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი ალბათ, ვერ იქნება. მისი მოლოდინით, მიმდინარე წელი იმდენად მძიმეა, რომ უცხოელი ინვესტორები, ვინც ინტერესს გამოიჩენდა სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არ გამოჩნდება. მაჭავარიანი ამბობს, რომ, ამის მიუხედავად, სახელმწიფო პრივტიზაციის მიმართულებით „აგრესიული იქნება“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system