თავში

სახელმწიფომ 2.3 მილიარდი ლარის ვალი გაისტუმრა

სახელმწიფომ 2.3 მილიარდი ლარის ვალი გაისტუმრა
სახელმწიფომ  2.3 მილიარდი ლარის ვალი გაისტუმრა

2020 წლის 8 თვეში სახელმწიფო ვალის დაფარვაზე 2.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2020 წელს სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი (65%) საშინაო ვალზე მოდის. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, საშინაო ვალზე დარიცხულ პროცენტზე გაწეულმა ხარჯმა 286.3 მლნ ლარი, ხოლო ძირი თანხის დაფარვის მაჩვენებელმა 1.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, საგარეო ვალდებულებების მომსმახურებასა და დაფარვაზე 803 მლნ ლარი დაიხარჯა.

წლიური გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე ჯამში 3.5 მლრდ ლარი დაიხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system