თავში

სახმელეთო საზღვრების გახსნა ეკონომიკას დაეხმარება - ფინანსთა მინისტრი

სახმელეთო საზღვრების გახსნა ეკონომიკას დაეხმარება - ფინანსთა მინისტრი
სახმელეთო საზღვრების გახსნა ეკონომიკას დაეხმარება - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად, საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ მოინახულა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც უწყვეტად განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას.

"საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოვინახულეთ საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ და შევხვდით მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში ბრძოლის წინა ხაზზე 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ როგორც ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს, ისე ბიზნესოპერატორებს. პანდემიის პირველივე დღიდან განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამ ურთულესი სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის. დღეს ყველაზე მთავარია პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა, რაც საშუალებას მოგვცემს საჰაეროსთან ერთად, გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებისთვის," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system