თავში

საკონტრეილერო გადაზიდვების წახალისება იგეგმება

საკონტრეილერო გადაზიდვების წახალისება იგეგმება
საკონტრეილერო გადაზიდვების  წახალისება იგეგმება

საქართველო საკონტრეილერო გადაზიდვების წახალისებას გეგმავს. პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილია მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რომლის მიხედვით შეიქმნება მულტიმოდალური გადაზიდვებით სქემა.

გეგმის მიხედვით, საქართველოს დერეფანში შემოსული სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით მოხდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ავტომობილები  გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდება, მიუხედავად იმისა, რომ ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვას.

საკონტრეილერო გადაზიდვების დაწყება ფორსირებულად განიხილება რკინიგზაშიც. სავარაუდოდ, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა ტერმინალები, სადაც განხორციელდება სატრანზიტო საავტომობილო გზავნილების საკონტრეილერო პლატფორმებზე დატვირთვა და გადაზიდვა ორივე მიმართულებით.

ამ გზით მთავრობა საავტომობილო ინფრასტრუქტურის ცვეთის, საგზაო შემთხვევების და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას გეგმავს.

საქართველო სატრანზიტო ავტოგადაზიდვებიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალს იღებს. მაგალითად, 2020 წლის 7 თვეში გზათსარგებლობის საფასური 33,273,481 ლარი იყო. 2019 წელს 59.6 მლნ იყო, ხოლო 2018 წელს 39.1 მლნ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system