თავში

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 9 ბანკი მონაწილეობს

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 9 ბანკი მონაწილეობს
საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 9 ბანკი მონაწილეობს

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართულია 9 ბანკი.

ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობაზე.

როგორც ძნელაძე განმარტავს, სესხების გაცემისას მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი პირველადი დაფარვის წყაროა და უზრუნველყოფა. მისი თქმით, კომპანიებს დღესაც უფრო მეტი პრობლემა აქვთ კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით, ვიდრე სესხის მოზიდვასთან ან სესხზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. 

"დამატებითი კაპიტალის მოზიდვა კომპანიებისთვის მიმდინარე ეტაპზეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა,“ - აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 43 ახალი პროექტია დაფინანსებული. 2 პროექტის შემთხვევაში კი მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია. დამტკიცებული სესხის მოცულობა 35,7 მლნ ლარია. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 300 მლნ ლარია.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%. პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system