თავში

სამედიცინო სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესი არ იწონებს

სამედიცინო სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესი არ იწონებს
სამედიცინო სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესი არ იწონებს

"ჯანდაცვის სამინისტროსგან სტიმულირების პაკეტის ნაცვლად ე.წ. სადამსჯელო მოთხოვნა მივიღეთ," - ამის შესახებ BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სამედიცინო სფეროსთვის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

„ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ და არა პირიქით. ჯანდაცვა ერთ-ერთი ისეთი სექტორია, სადაც ბევრი ინვესტიცია ხორციელდებოდა. პრემიერი საუბრობდა, რომ ჯანდაცვის სექტორში მზადდებოდა სპეციალური სტიმულირების პაკეტი, თუმცა სამინისტროსგან მივიღეთ ე.წ. სადამსჯელო, რეგულირების გაზრდის მოთხოვნა, რაც არაადეკვატურია პრემიერის იმ მოწოდებასთან, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ამიტომ მე მგონია, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყანაზე, უნდა განიხილებოდეს პრემიერის დონეზე. მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილებები მთლიანად უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რეგულირების გავლენის შეფასების საკითხი, რადგან ეს არის მაღალი სტანდარტი, რომელიც მთავრობამ დააწესა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს. უწყების მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system