თავში

სამედიცინო სერვისებზე შეღავათების გაცემა დაიწყო

​სამედიცინო სერვისებზე შეღავათების გაცემა დაიწყო
სამედიცინო სერვისებზე შეღავათების გაცემა დაიწყო

დღეიდან, 27 მაისიდან, სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო. ყველას, ვინც არ სარგებლობს კერძო დაზღვევით, ან პანდემიის პერიოდში დაკარგა სამსახური, შესაძლებლობა აქვს მიიღოს სამედიცინო მომსახურების ბარათი, რომელიც ვრცელდება ამბულატორიულ სერვისებზე, სტომატოლოგიასა და მედიკამენტებზე.

შეღავათებით ისარგებლებენ საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებიც.

სამედიცინო მომსახურების ბარათის მისაღებად რეგისტრაცის ვადა 30 ივნისამდეა. 

რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეები გადანაწილდებიან ოჯახის ექიმებთან და პროცესს აპრობირებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ოჯახის ექიმები მართავენ.

რეგისტრაციის პროცესში ჩართულია საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში ევექსი კლინიკების 32 კლინიკა.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ ევექსი კლინიკებს, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05, ან შეავსეთ ფორმა https://bit.ly/2Zynkvb და რეგისტრაციისთვის დაგიკავშირდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system