თავში

სამი ქალაქის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდება

სამი ქალაქის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდ
სამი ქალაქის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით (სემეკ), შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, 2021-2023 წლებში ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება და ხარისხი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შეცვლისა და განახლების მიზნით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების რაოდენობას. 

დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტების მიმდინარეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, არსებული წყალმომარაგების სისტემების უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას. ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც უზრუნველყოფს ქსელზე ავარიების მნიშვნელოვნად შემცირებას“- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system