თავში

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი BP-დან SOCAR-ზე გადავიდა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი BP-დან SOCAR-ზე გადავიდა
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი BP-დან SOCAR-ზე გადავიდა

2021 წლის 1 აგვისტოს დასრულდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემა BP Exploration (Shah Deniz) Limited–დან SOCAR Midstream Operations Limited–ზე.

ამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით ემსახურება. 

ტექნიკური ოპერატორის გადაცემა გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების განახლებული ვერსიით, რომელიც გაფორმდა 2013 წლის დეკემბერში. ხელშეკრულება SOCAR-ს ანიჭებს უფლებას  გახდეს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის თავზე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი დასრულდა 2019 წლის მარტში. ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში, SOCAR Midstream Operations Limited, ოფიციალურად გახდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი, შეთანხმებული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით.

სამხრეთ კავკასიის მილსადენი (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) აზერბაიჯანული გაზის "შაჰდენიზის" საბადოდან საქართველოსა და თურქეთში გადასატანად აშენდა. მილსადენი სათავეს იღებს სანგაჩალის ტერმინალიდან, რომელიც მდებარეობს ბაქოს მახლობლად და გადის თურქეთთან საზღვართან იმავე მარშრუტით, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე აკავშირებს ამ ქვეყნის გაზის გამანაწილებელ ქსელს.

გაზსადენი ექსპლუატაციაში  2006 წლის ბოლოს შევიდა. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება დაკავშირებულია "შაჰდენიზის" საბადოების სრულმასშტაბიან განვითარებასთან და სამხრეთ  დერეფნის გახსნასთან. პროექტი  2013 წელს დაიწყო და 2018 წლის ივნისიდან გაზის ტრანსპორტირება თურქეთში დაიწყო, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან - ვროპაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system