თავში

სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი ძლიერდება

სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი ძლიერდება
სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი ძლიერდება

საქართველოს სტრატეგიული კლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერებისთვის  პარლამენტში შეტანილ პეტიციაზე მთავრობის მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებაა. ცენტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყება მზადაა სამომხმარებლო პროდუქციის მავნე ზემოქმედების რისკების გამოვლენისა და შემცირების მიმართულებით აქტივობებში ჩაერთოს.

"დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მიესალმება ადამიანის ჯანმრთელობაზე სამომხმარებლო პროდუქციის მავნე ზემოქმედების რისკების გამოვლენისა და შემცირების მიმართულებით აქტივობების დაწყებას და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისათვის,“ - ასეთი წერილი მიიღო ცენტრმა ჯანდაცვის უწყებისგან. 

ტრატეგიული კლევებისა და განვითარების ცენტრში განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე."ვიმედოვნებთ საქართველოს პარლამენტი-ს შემდგომი ნაბიჯები პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება მთელი საზოგადოებისთვის," - აცხადებენ ცენტრში. შეგახსენებთ, პეტიციის ინიცირება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა მოახდინა და მასზე 1001-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი. პეტიციით მოთხოვნილია საქართველოს პარლამენტმა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად.ინიციატივა ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“. ინიციატივაზე პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ინიციატივა მომზადდა ევროკავშირის ახალი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. პროექტის ხანგრძლივობაა 2017-2020 წელი, ხოლო მისი ბიუჯეტი 5 070 000 ევროა."საქართველოში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი. სამომხმარებლო პროდუქციისაგან შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური, ელექტრული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური საფრთხეები. ამ პროდუქტებმა შეიძლება არა მხოლოდ ერთბაშად დააზიანოს ადამიანი, არამედ თანდათანობით, სისტემატური მოხმარების დროს იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა სიმსივნე და გენების გადაგვარება, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანება და სხვა. სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში. ევროკავშირის ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად თავსდება ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე „საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემა. საქართველოს ბაზრიდან აღებული ზოგიერთი პროდუქციის შემოწმების შედეგები განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge. მართალია, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთანავე, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს. ამგვარად, უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად," - აცხადებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” მიზანია:

  • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
  • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

პროექტის დონორები

პროექტის პარტნიორები

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system