თავში

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 299.3 ლარია

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 299.3 ლარია
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 299.3 ლარია

2020 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 184.0 ლარი იყო, ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 187.7 ლარს გაუტოლდა. 

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 3.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.3 ლარს შეადგენს. 6 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 314.9 ლარზე დაფიქსირდა.

საარსებო მინიმუმი სულადობის მიხედვით, ოქტომბერში ასე გამოიყურება: 

ერთსულიან ოჯახზე თანხა 166.3 ლარით განისაზღვრა, 

ორსულიანი – 266.0 ლარით, 

სამსულიანი – 299.3 ლარით, 

ოთხსულიანი – 332.5 ლარი, 

ხუთსულიანი – 374.1 ლარი, 

ექვსსულიანი და მეტი – 442.3 ლარი.

შეგახსენებთ, საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system