თავში

სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები პირველად მოირწყა

სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები პირველად მოირწყა
სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები პირველად მოირწყა

სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. ოცწლიანი პაუზის შემდეგ სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system