თავში

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა გახარიამ და კალაძემ დაათვალიერეს

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა გახარიამ დ

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.  მათი თქმით, პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე - ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი რამდენიმე კვირის გაიხსნა. გადაადგილების დრო 20-30 პროცენტით შემცირდა. ამასთან, ახალი გზით, სატრანსპორტო მოძრაობა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი, ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სოფელი არგვეთადან (ზესტაფონი) ლანჩხუთამდე 84 კმ-იანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალით სარგებლობა.

2020 წლის ბოლომდე, ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული მაგისტრალური გზა, რაც ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system