თავში

სამცხე ჯავახეთის ინფრასტრუქტურაში USAID-მა 2.5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა

სამცხე ჯავახეთის ინფრასტრუქტურაში ​USAID-მა 2.5 მი
სამცხე ჯავახეთის ინფრასტრუქტურაში USAID-მა 2.5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა

სამცხე ჯავახეთის ინფრასტრუქტურაში USAID/Zrda-მ 2.5 მილიონი აშშ დოლარი გახარჯა. საერთო ჯამში, Zrda-მ შეიმუშავა და მუნიციპალიტეტებს გადასცა 27 საპროექტო ნამუშევარი. დღეისათვის, Zrda-ს მხარდაჭერით, უკვე დასრულდა 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლითაც 3,610 მოსახლემ ისარგებლა. ამის შესახებ report.ge-ს USAID-საქართველოს ოფისში განუცხადეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 1,900 მეტრის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისა და სოფელ ვარხანში გზის 6 მონაკვეთის აღდგენისათვის, რომლის სრული სიგრძეც 11452 მეტრია, სრული საპროექტო დოკუმენტაცია გადასცა. ერთობლივი ძალისხმევით აწტურის გზის მონაკვეთი სრულად დაიგო, ხოლო ვარხანში კი გზის 1 მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ოროვე პროექტის შედეგად აწყურში 232, ხოლო ვარხანში კი 245 ოჯახი მიიღებს სარგებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system