თავში

სამცხე ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

სამცხე ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
სამცხე ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, სოფელ მინაძის მიმდებარედ მოქალაქე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა უკანონოდ მოპოვებული წიფელისა და მუხის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას. 

ავტომანქანა დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეს მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე. სამართალდამრღვევის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system