თავში

სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო შეიზღუდება

სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო შეიზღუდება
სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო შეიზღუდება

საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, დამსაქმებლებმა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს, სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც გადაადგილება მოუწევთ იმისათვის, რომ გამოცხადდნენ სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათაც მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system