თავში

სანავთობო ბიტუმის იმპორტის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანულია

სანავთობო ბიტუმის იმპორტის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანულია
სანავთობო ბიტუმის იმპორტის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანულია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტის 57,9% (10,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან.

იმპორტის სიდიდით შემდეგ პოზიციაზეა ერაყი 33,5%-იანი წილით (5,9 ათასი ტონა). შემდეგ მოდიან: თურქეთი სანავთობო ბიტუმის იმპორტის 7,4%-იანი წილით (1,3 ათასი ტონა) და ალბანეთი იმპორტის 1,1%-იანი წილით (0,2 ათასი ტონა).

ბიზნესგაერთიანების იფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,5 ათასი ტონა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (130,5 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 59,8% (54,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 24,5% (22,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 8,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 3,5% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,3% (2,1 ათასი ტონა), სომხეთი - 1,0% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system