თავში

საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის გაზის ტარიფის მოდელი გადაიხედება

საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის გაზის ტარიფის მოდელი გადაიხედება
საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის გაზის ტარიფის მოდელი გადაიხედება

წყლის გამანაწილებელი კომპანიების შემდეგ, ჰიბრიდული ტარიფის გადახდის პრინციპი შესაძლოა გაზის კომპანიებსაც დაუწესდეთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიაში report.ge-ს განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. კერძოდ,  მოქალაქეებს, რომლებიც საოჯახო ტიპის სასტუმროებს ფლობენ, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახდის ახალი მოდელი განესაზღვრებათ.

"ექსპერტებთან ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობდით. ის ადამიანები, რომლებსაც საოჯახო სასტუმროები აქვთ და გამოთქვამენ პრეტენზიას გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გადახდასთან დაკავშირებით, გადახდის ახალი პრინციპით ისარგებლებენ. ალბათ, სამართლიანი იქნება წყლის სექტორის მსგავსად, ბუნებრივი აირის კომპანიებზეც ჰიბრიდული ტარიფი გავრცელდეს. დაწყებულია მუშაობა, რომ ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის სისტემა გადაიხედოს და ახალი მოდელი განისაზღვროს. პირველ ეტაპზე ეს ეხება ტურისტულ საქმიანობაში ჩართულ სასტუმრო ბიზნესს,  მაგრამ ახალი მოდელი შეიძლება ნებისმიერ საწარმოსა და მიმართულებაზეც გავრცელდეს", - აცხადებენ სემეკში.

ბათუმში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო ,,ოთოს" მფლობელი მაიკო ბერიძე ამბობს, რომ გაზის ტარიფთან დაკავშირებით ცვლილება აუცილებელია, რადგან მცირე ბიზნესს ხარჯი შეუმსუბუქდება.

,,კომერციული სექტორთან ვართ გათანაბრებული და ნებისმიერი ტიპის გადასახადი საკმაოდ ძვირი გვიჯდება. მარტო გაზის კომპონენტში,  სეზონზე  700 ლარის გადახდა გვიწევს. ამას ემატება ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების ხარჯი, ხოლო ბიზნესის ბრუნვა არ არის იმდენი, რომ გადასახადს მარტივად გაუმკლავდეს. თუკი მოდელი შიცვლება და ეს მცირე შეღავათს მაინც მოგვცემს, ძალიან კარგი და დროული გადაწყვეტილება იქნება", - ამბობს სასტუმროს მფლობელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system