თავში

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საქართველომ საბერძნეთს გადააბარა

ასამბლეის თავმჯდომარეობა საქართველომ საბერძნეთს გადააბარა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საქართველომ საბერძნეთს გადააბარა

საქართველოს თავმჯდომარეობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სესიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ და ყურადღება ასამბლეასა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „საკანონმდებლო ჩარჩო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი პროექტების განხორციელებისათვის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“; „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ბისეკის ქვეყნებში“; „სამედიცინო დანიშნულების ისტორიული ძეგლების დაცვა და თანამედროვე როლი ბისეკის ქვეყნებში“. 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციებიც. 

პლენარული სესიის ბოლოს ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)- თავმჯდომარეობა მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system